თალიბანის მებრძოლებმა ბავშვთა გამტაცებლების ცხედრები ქალაქ ჰერატში საჩვენებლად დაკიდეს. ოთხი პირის ცხედარი თალიბებმა გამაფრთხილებლად გამოფინეს დასავლეთით მდებარე ქალაქში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თალიბანის წარმომადგენლებმა სიკვდილით დასჯისა და სხეულის ნაწილების მოკვეთით დასჯის დაბრუნების შესახებ განაცხადეს.
როგორც ადგილობრივმა ჩინოსანმა განაცხადა მედიასთან, ოთხი გამტაცებელი ორმხრივი ბრძოლის დროს მოკლეს - მათ ბიზნესმენი და მისი შვილი ჰყავდათ გატაცებული.
BBC-სთვის დაზუსტებული ინფორმაცია გამტაცებელთა ლიკვიდაციის შესახებ არ არის ცნობილი. გამოცემა წერს, რომ ვრცელდება თალიბანის წარმომადგენლის განცხადება.
„მათი ცხედრები ჩამოვკიდეთ ქალაქის სკვერებში, რათა ეს სხვა გამტაცებლებისთვის გაფრთხილება იყოს", - ამბობს თალიბი მებრძოლი.
როგორც გამოცემა AP-ის ჟურნალისტს ადგილობრივმა მოვაჭრემ მოუყვა, ერთერთი ცხედარი მისი მაღაზიის სიახლოვეს სკვერში დაკიდეს, დანარჩენი სამი კი სხვადასხვა მიმართულებით წაიღეს, ასევე საჯაროდ გამოსაფენად.