logo
ENG



თამარ გაბუნია: 40 რეგიონული კლინიკა მზადაა ცხელებიანი პაციენტების მისაღებად

31 მარ 202012:59
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნაზე საუბრობს. მისი განცხადებით, არსებობდა პრობლემა კლინიკების მხრიდან ცხელებიანი პაციენტების მიღებაზე, თუმცა რაიონული დონის კლინიკები სრულად არიან მზად იმისათვის, რომ ცხელებიანი პაციენტები მიიღონ. რაიონებში ამ ეტაპზე 40 ასეთი კლინიკაა. 

რაც შეეხება, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მომსახურებისთვის აგნკუთვნილ დიდ კლინიკებს, ისინი მზად არიან შემთხვევების მატებასთან ერთად კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობაზეგადაეწყონ.

„ჰოსპიტალური სექტორის მზადება დაიწყო რამდენიმე თვეა. გვქონდა პრობლემა, რომ ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტის მიღებაზე და ხდებოდა მათი გადამისამართება ცენტრალიზებულად კლინიკებში თუმცა, რაიონული დონის კლინიკები არიან შესაფერისად აჭურვილი იმისთვის, რომ მიიღონ და გაუწიონ შესაბამისი შეფასება და ტრიაჟი იმ პაციენტებს ვინც ცხელებით და რესპირატორული სიმპტომებით მათ მიმართავს. 

"იდენტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, რომლებიც გამოყოფს ცხელების ზონას, ან განტვირთავს საავადმყოფოს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით იმგვარად, რომ სრულად მოემსახუროს პაციენტებს ცხელებით. ასეთი ყველა რაიონულ ცენტრში ჯამში 40-მდე კლინიკაა. დიდი კლინიკები რომლებიც მობილიზებული არიან მართონ მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები. ასეთი კლინიკები მზადყოფნაში არიან და შემთხვევების მატებასთან ერთან მხოლოდ კოვიდზე გადაწყობას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


close დახურვა