logo
ENG



თამარ კორძაია: ქართული ოცნებიდან კომისიის წევრები ოქმებს აყოვნებენ, არ გზავნიან ცესკოში

03 ოქტ 202102:11
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ქართული ოცნების კომისიის წევრები შემაჯამებელ ოქმებს აყოვნებენ, ბეჭედს არ უსვამენ და ხელს არ აწერენ. კერძოდ, მისივე თქმით, ეს ეხება ოქმებს, სადაც ოპოზიცია იგებს. 

თამარ კორძაიამ ბრიფინგზე ჩამოთვალა ის ოლქები, სადაც შესაბამისი დარღვევები დქფიქსირდა ხმების დათვლისას:

"შემაჯამებელი ოქმები არ არის გაგზავნილი ცესკოში, საოლქო საარჩევნო კომისიაში, შეყოვნება ხდება სწორედაც, რომ ქართული ოცნების კომისიის წევრებით. არ უსვამენ ბეჭედს არ აქვს ხელმოწერები რათა სურთ გაწელონ დრო.

ამის მაგალითი იყო ის, რაც დაინახეთ ზუგდიდში, როგორ აჭიანურებს ქართული ოცნება ოქმების გაფორმებას, რადგან ქართული ოცნება აგებს ამ არჩევნებს.

მე მინდა მოვიყვანო მაგალითად ვაზისუბნის 67-ე უბანზე ნიკა მელია იგებს და პრობლემაა ის, რომ ამ წუთას დიაწყეს ბიულეტინების გაბათილება რათა მელიას ხმები დაწიონ დაბლა.

ქუთაისში, სადაც ხატია დეკანოიძე დამაჯერებლად იგებს, ტოტალურად ბევრ ბიულეტენს აბათილებს ქართული ოცნების წარმომადგენლობა.

იგივე ხდება ასპინძაში, სამგორში, ნაძალადევში", - თქვა მან.


close დახურვა