თამარ ლორთქიფანიძეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მას გუშინ "ოცნების" პროკურატურამ ბრალდება ძალადობისა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის მუხლებით წარუდგინა.
ლორთქიფანიძეს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
იგი 22 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირზე, პოლიციის მანქანაზე ავიდა.
