logo
ENG



თამარაშვილის გამზირისა და ამირეჯიბის კვეთაზე ტრანსპორტის გადაადგილება 3 თვით აიკრძალა

30 ივნ 202400:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/29/xx3r53qrnm9xk7g.jpg

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსი ეწყობა, რის გამოც ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

სააგენტოს ცნობით, მოძრაობა სრულად აიკრძალა ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით.

"ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ამავე ქუჩაზე მოძრავ N464 მიკროავტობუსს. ასევე, ჩაკეტილ მონაკვეთზე გადაადგილდებიან საჯარიმო სადგომზე და სასწრაფო დახმარების ობიექტამდე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები. შეზღუდვის პერიოდში, თამარაშვილის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ჩოლოყაშვილის გზატკეცილისა და ტერიტორიაზე არსებული გვირაბის გამოყენებით.

საპირისპირო მიმართულებით, გმირთა მოედნის მხრიდან თამარაშვილის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ იმავე მარშრუტით - გვირაბისა და ჩოლოყაშვილის გზატკეცილის გამოყენებით. შეზღუდვა 15 ივნისიდან სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს", - წერია განცხადებაში.


close დახურვა