logo
ENG



თამბაქოს ნაწარმის სტანდარტული შეფუთვით რეალიზაცია 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო

29 ნოე 202220:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/29/i26ureo669d7s3m.jpg

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტული შეფუთვით რეალიზაცია 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილება პარლამენტმა 66 ხმით, ერთი მოსმენით მიიღო.

ერთ-ერთი ინიციატორის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან და განლაგებასთან დაკავშირებული ნორმების, აგრეთვე მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებული ნორმის ამოქმედების ვადის ცვლილებას გულისხმობს.

თავდაპირველი ვერსიით, კანონში ცვლილებები 2022 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. მთავრობის ახალი დადგენილებით, სტანდარტიზებულმა ანუ სადა შეფუთვამ პროდუქტი ისე უნდა გარდაქმნას, რომ თამბაქოს მიმზიდველობა შეამციროს და მომხმარებელმა ერთი ბრენდის ნაწარმი მეორისგან მარტივად, ერთი შეხედვით ვერ გაარჩიოს.

 

close დახურვა