თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ის პოლიციაში გამოკითხვაზე მეორედ მიდის. თოდაძის განცხადებით, ძალადობის შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, მომხდარზე პოლიციამ ის მალევე გამოკითხა, თუმცა, მას შემდეგ სამართალდამცავები მას აღარ შეხმიანებიან.
თოდაძის თქმით, პოლიციაში გამოკითხვაზე მეორედ მხოლოდ სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ დაიბარეს. ასევე, მისი სატელევიზიო განცხადების შემდეგ გამოიკითხა გუშინ პროკურატურაში ილია ჯიშკარიანიც. გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატი ამ დროისთვის გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოშია.