თამთა თოდაძის საქმესთან დაკაშირებით, წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. ბრალდების და დაცვის მხარე სხდომაზე დამატებითი მტკიცებულებების შესახებ იმსჯელებენ. როგორც თოდაძის ადვოკატი აცხადებს, მოლოდინია, რომ საქმე განხილვაში სასამართლოს გადაეცემა.
„კანონშესაბამისი მოპოვებული და დასაშვები მტკიცებულებებია. მოლოდინია, რომ საქმე არსებით განსახილველად სასამართლოს გადაეცემა“, - აცხადებს თოდაძის ადვოკატი.
ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით კი, წარმოდგენილი მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს განიხილავს სასამართლო.
„წარმოდგენილი მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს განიხილავს სასამართლო და არსებით განხილვისთვის მოსამართლეს, რომელიც ჩაინიშნება არაუგვიანეს ორი კვირის ვადისა“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსნებეთ, რომ თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. დეპუტატს ბრალი სამსახურეობრივი მდგობარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემისთვის წაუყენეს.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.