logo
ENG



თამთა მიქელაძე: რამდენიმე თვეა უკვე ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ იყენებს დიალოგის რეჟიმს

06 დეკ 201922:16
3 წუთის საკითხავი
 
y13gnjib68vdy00.jpg

„„ქართული ოცნება“ არ იყენებს დიალოგის რესურსს, იმისთვის რომ კრიზისი მართოს“-ამის შესახებ განცხადებას „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

თამთა მიქელაძის თქმით მმართველი პარტია ანტისოციალურ და ყველაზე მიუღებელ ხერხს იყენებს პროტესტის წინააღმდეგ.

„ჩვენ უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ საკმაოდ მძიმე ვითარების სხვადასხვა ქალაქებში, რამდენიმე თვეა უკვე ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, მას შემდეგ რაც ჩააგდო სრულად პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, არ იყენებს პოლიტიკური დიალოგის რესურსს იმისთვის, რომ არსებული დაძაბული ფონი და კრიზისი მართოს. ერთადერთი პასუხი მთელი ამ დღეების განმავლობაში იყო სპეცრაზმი და საპოლიციო აპარატი, რაც თავისთავად კრიზის ნიშანია, მაგრამ ის რა სტრატეგიასაც ის ბოლო დღეების განმავლობაში იყენებს კიდევ უფრო მძიმეა, მან პოლიტიკურ ველში არსებული პოლარიზება, მიკრო სოციალურ დონეზე ჩაიყვანა, ვგულისხმობ მათი მხარდაჭერების გამოყვანას ქუჩაში, სადაც სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფების და კონფლიქტის წახალისება ხდება პირდაპირ, ეს არის ყველაზე მიუღებელი, ანტისოციალური გადაწყვეტილება და სახელმწიფოს და ხელისუფლების, პირველადი მიზანი უნდა იყოს სტაბილურობის მშვიდობის და წესრიგის შექმნა“,-განაცხადა თამთა მიქელაძემ.


close დახურვა