დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და საქმის მასალების გასაჯაროება - ამ მთავარი მოთხოვნით ომბუდსმენს 20 ივნისის აქციის დაკავებული მონაწილეების ადვოკატები მიმართავენ.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც ამ დრომდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩებიან, არიან უკანონო პატიმრები. სახალხო დამცველმა დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედების პოზიციებიც მოისმინა. ისინი ნინო ლომჯარიას საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ 4 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, გამოძიება მათ სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფური მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს. 4 პირშ შორის არიან ბუდაღაშვილი და თამლიანიც. დაკავებულებს 4-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.