logo
ENG



თანხმობა ალტერნატიულ ექსპერტიზაზე

30 აგვ 202220:14
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას განაგრძობს. მნახველები დღეს ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელი სპეციალისტების დასკვნა სასამართლოს სასჯელის გადავადების საფუძველს მისცემს, დაზუსტდა ვადაც, ერთი წელი. ადვოკატები გადავადებისთვის სწორედ ამ პერიოდს მოითხოვენ. საინტერესოა, დაუპირისპირებს თუ არა გაეროსა და ამერიკელ სპეციალისტებს მთავრობა მისთვის სასურველ ანგარიშს, უცხოელი ექსპერტების შესვლის შემდეგ დამატებითი ექსპერტიზა იუსტიციის მინისტრმა დააანონსა. ამაზე საპასუხოდ, მესამე პრეზიდენტი მზად არის, მიმდინარე შესწავლაში ოცნების სასურველი მედიკოსები ჩართოს.


close დახურვა