logo
ENG



თაღლითობა გორის მერიაში

13 ივნ 202219:59
3 წუთის საკითხავი
 

რა ხდება გორში, სადაც მიყოლებით უკვე მესამე შემთხვევაა, როცა საჯარო მოსამსახურეს საბიუჯეტო თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. ბიტკოინებისა და აზარტულ თამაშებში გადარიცხული სახსრების სკანდალს მოჰყვა კიდევ ერთი. ამჯერად, ბრალდებულია ისევ მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომელი, რომელმაც 26 მაისის ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხიდან ნაწილი ინდმეწარმესთან გარიგებით უკან დაიბრუნა. ეს სწორედ ის სააგენტოა, რომელიც კორუფციაში ბრალდებებთან ერთად, იმითაცაა ცნობილი, რომ ცოტა ხნის წინ შენობას მეხი დაეცა. 

 


close დახურვა