logo
ENG



თაღლითობის ბრალდება

27 იან 202420:29
3 წუთის საკითხავი
 

მიუსაფარი ცხოველების დამცველს, რომლის სახელსაც ბევრი ქუჩის ცხოველის გადარჩენა უკავშირდება, ახლა თაღლითობაში ადანაშაულებენ. მიხეილ კაჭკაჭიშვილის წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში ცოტა ხნის წინ შევიდა და მას რუსეთის მოქალაქემ უჩივლა. დაზარალებულის მტკიცებით, კაჭკაჭიშვილმა 2 წლის განმავლობაში ძაღლებზე ზრუნვის საბაბით - ასობით ათასი ლარი გამოსძალა.

კაჭკაჭიშვილის მხრიდან შესაძლო თაღლითობაზე კიდევ ერთი ქალი საუბრობს. რომელიც ამტკიცებს, რომ კაჭკაჭიშვილმა ძაღლების თავშესაფრის აშენების მოტივით, მისგან მიწა მიითვისა. დაზარალებულებმა ჩვენს ჟურნალ;ისტ გადასცეს აუდიო მტკიცებულებებიც, სადაც, მათივე მტკიცებით, ქალებს მოკვლით ემუქრებიან.


close დახურვა