![2021/03/04/vd94yi85rhbnwwd.jpg](/uploads_script3/articles/2021/03/04/vd94yi85rhbnwwd.jpg)
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავეს.
დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას.
დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.