logo
ENG



თაღლითობის საქმეზე ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი 350 მილიონი დოლარით დააჯარიმა

17 თებ 202410:42
3 წუთის საკითხავი
 
თაღლითობის საქმეზე ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი 350 მილიონი დოლარით დააჯარიმა

ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე 355 მილიონი დოლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება 16 თებერვალს მოსამართლე არტურ ენგორონმა მიიღო.

ამასთანავე, უნდა აღნიშნოს, რომ ჯარიმის მთლიანი მოცულობა პროცენტის გათვალისწინებით თითქმის 455 მილიონ დოლარს შეადგენს.

გარდა ამისა, მოსამართლემ ტრამპს ნიუ-იორკში სამი წლით აეკრძალა ბიზნეს საქმიანობა, ხოლო მის ვაჟებს ერიკ ტრამპსა და დონალდ ჯუნიორს ორი წლით.

კერძოდ, არტურ ენგორონმა დაადგინა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა შეძლო გაეზარდა თავისი სიმდიდრე ბანკებისთვის, სადაზღვეო კომპანიებისა და სხვა ინსტიტუტებისთვის გაცემული მომგებიანი ანგარიშების ხარჯზე.

გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც და მას "სრული და აბსოლუტური მარაზმი" უწოდა, ხოლო მოსამართლე "მიკერძოებასა და ცრუმორწმუნეობაში" დაადანაშაულა.

თაღლითობის საქმეზე გამოძიება ტრამპის წინააღმდეგ 2019 წელს დაიწყო. კერძოდ, გამოცემა The New York Times-ის გამოძიებით გაირკვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მალავდა თავის შემოსავლებს და შესაბამისად, არ იხდიდა გადასახადებს. ამის შედეგად, 2022 წელს ტრამპის წინააღმდეგ შეტანილ იქნა სამოქალაქო სარჩელი თაღლითობის ბრალდებით.


close დახურვა