ამ წუთებში თბილისი-რუსთავის ავტობანზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც „ინფო რუსთავის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, დაკავებულია ერთი პირი და მიმდინარეობს მისი ავტომობილის ჩხრეკა.
ადგილზე დაკავებულის ახლობლებიც იმყოფებიან.
„ფორმულა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.