საქართველოს დედაქალაქი 2021 წელს წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელდა. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია იუნესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მსოფლიო ქალაქებისთვის წიგნის დედაქალაქის სტატუსის მინიჭების პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება. პროგრამის ფარგლებში თბილისი სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს, მათ შორის ფესტივალებსა და უახლესი ტექნოლოგიების პრეზენტაციებს.
იუნესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღესასწაული სტარტს 2021 წლის 23 აპრილს აიღებს.
თბილისამდე იგივე სტატუსს ატარებდნენ მადრიდი, ალექსანდრია, ტურინი, ამსტერდამი, ათენი და სხვ.