logo
ENG



თბილისი ენერჯი: თემქაზე სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა, თბილისი - დიდ ტრაგედიას

20 იან 202112:57
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/20/c04cq64ispplb3o.jpg

კომპანია "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, თემქაზე ერთ-ერთი სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა. კომპანიაში აცხადებენ, რომ საცხოვრებელ ბინაში გაზის დანადგარები რემონტის გამო იყო მოხსნილი, ცენტრალური ონკანი კი არავის გადაუკეტავს - გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა, რომელიც ჯერ ბინაში დაგროვდა და მაღალი კონცეტრაციის შემდეგ სადარბაზოში გაჟონა.

„თემქიდან გირეკავთ. მე-11 მიკროდან. სადარბაზოში საშინელი გაზის სუნია - ამ შინაარსის ზარი შევიდა თბილისი ენერჯის ცხელ ხაზზე . ადგილზე მისულებს ერთერთ საცხოვრებელ ბინაში ასეთი სურათი დაგხვდა - აღმოჩნდა, რომ ფართში გაზის დანადგარები რემონტის გამო მოუხსნიათ, ცენტრალური ონკანი კი არავის გადაუკეტავს. გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა, რომელიც ჯერ ბინაში დაგროვდა და მაღალი კონცეტრაციის შემდეგ სადარბაზოში გაჟონა. სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა. თბილისი ტრაგედიას", - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია მოქალაქეებს მოუწოდეს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ და ყურადღება მიაქციონ გაზგაყვანილობის გამართულობას.


close დახურვა