logo
ENG



თბილისი ენერჯი: ფილარმონიასთან აფეთქება ბუნებრივ აირს არ გამოუწვევია

04 სექ 202017:13
3 წუთის საკითხავი
 
0qjrdkucvji5jae.jpg

"თბილის ენერჯის" განცხადებით, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი აირით არ არის გამოწვეული. მათი ინფორმაციით, პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული.

კომპანია 'თბილისი ენერჯის' სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში",-ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით,  პირველადი ინფორმაციით, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

ფილარმონიასთან, გასართობ ცენტრ დეჟა ვუსთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა