logo
ENG



თბილისი ენერჯი გლდანზე: მაშველებს ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებული დახვდათ

29 იან 202219:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/29/45ujwb81fb3id89.jpg
ფოტო: ფორმულა

თბილისი ენერჯი, გლდანში, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანის გარდაცვალლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. 

როგორც თბილისი ენერჯიში აცხადებენ, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურისა და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

"უსაფრთხოების ნორმების გათვალიწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO-ს დაგროვება ხდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად სავარაუდოა, რომ აღნიშნული ფაქტი ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვექნება პასუხი მომხდარი ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე. გთხოვთ, არ გარისკოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძლალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად. დაიცავით უსაფრთხოების წესები", - ამბობენ თბილისი ენერჯიში

​ცოტა ხნის წინ, გლდანის მე-2 მიკრო რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 5 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილები არიან ერთი ოჯახის წევრები, მათ შორის 3 მცირეწლოვანი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 


close დახურვა