თბილისი პრაიდი საქართველოს პარლამენტსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პრორუსული მედია ალტ-ინფოსთვის მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევასა და მათი დაარსებული პარტიის აკრძალვისკენ მოუწოდებს.
თბილისი პრაიდი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ალტ-ინფო ტელევიზიით ღიად რუსულ, პროპაგანდისტულ მესიჯებს ავრცელებს და ომის დაწყებას უკრაინას აბრალებს.
”უკვე რამდენიმე დღეა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ვუყურებთ, როგორ ავრცელებს ალტ-ინფო ღიად რუსულ, პროპაგანდისტულ მესიჯებს ტელევიზიით კერძოდ, ომის დაწყებას უკრაინას აბრალებს. გვახსოვს ალტ-ინფოს სხვა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებიც, რომ “ოკუპაციის დემონიზება არ ღირს” და რომ ქვეყანაში რუსული ბაზები უნდა განთავსდეს. მიგვაჩნია, რომ ალტ-ინფოს ჩართვა ყველა ძირითად სამაუწყებლო პაკეტში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ძირს უთხრის ქვეყნის დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს", - წერია პრაიდის განცხადებაში.
გარდა პრორუსული მედიის აკრძალვისა, თბილისი-პრაიდი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" აკრძალვის მოთხოვნით მიმართოს.
თბილისი პრაიდის თქმით, ალტ-ინფო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული რუსული იარაღია და მედიის ლიცენზიისა და პარტიის გაუქმება რუსული პოლიტიკასთან ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.