„თბილისი პრაიდის“ ოფისს ბოლო ორ დღეში მეორედ დაესხნენ თავს. ინფორმაციას გიორგი თაბაგარი ავრცელებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ოფისთან პოლიცია იდგა, თუმცა გარკვეულმა ჯგუფებმა მაინც დაუშინეს ოფისს კვერცხები.
თაბაგარის თქმით, სამართალდამცველ სტრუქტურებს პირველ თავდასხმაზე არ ჰქონდათ სათანადო რეაგირება, რამაც გამოიწვია მეორე თავდასხმა.
„პოლიცია მთელი თვე იდგა ჩვენ ოფისთან, რაც ერთის მხრივ დაცულობის შეგრძნებას ტოვებდა, თუმცა მეორეს მხრივ გამოუძიებელია ყველა თავდასხმის შემთხვევა. პირველ ჯერზე რომ სისტემას სათანადო რეაგირება ჰქონოდა ვანდალიზმის ფაქტზე (პოლიციის თვალწინ ჩაიდინეს თან) იგივე ალბათ არ განმეორდებოდა. ძალიან დამღლელია უკვე ეს ყველაფერი. მშვიდად ცხოვრების და მუშაობის შესაძლებლობა გვჭირდება", - წერს თაბაგარი.