თბილისი რეგიონის ყველაზე მასშტაბურ სტარტაპ ღონისძიებას STURTUP GRIND-ს მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით იმართება და მას 1500-ზე მეტი მონაწილე ესწრება. ღონისძიება 20 ქვეყნიდან 30-ზე მეტ სპიკერს აერთიანებს, მათ შორის ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს, როგორებიცაა GOOGLE, PICSART, GLOVO, SHIFT და სხვა.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ბიზნესის განვითარებაში ხელს შეუწყობს დამწყებ ბიზნესმენებს.
„აქ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელსაც აქვს დაწყებული ბიზნესი ტექნოლოგიური პროექტები და ეს არის მომავლის ეკონომიკის ნაწილები, რასაც ახლა ვადევნებთ ჩვენ თვალს, თბილისში ეს არის საქართველოს მომავლის ეკონომიკა. ჩვენ კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, როგორც საკანონმდებლო, ასევე ფინანსური ინსტრუმენტებით, ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებს, რომ შექმნან საკუთარი ეკონომიკა, თავად დააფინანსონ საკუთარი მიზნები, თავად შეასრულონ ის გეგმები, რომელიც ცხოვრებაში აქვთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.