logo
ENG



თბილისი ცენტრალის დირექტორი: მაღაზიებში იმუშავებს გასახდელები, შესაძლებელი იქნება გადაცვლა

27 იან 202116:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/27/xlrfswv1stdccoe.png

თბილისი ცენტრალის დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დაზუსტთა კონკრეტული შეზღუდვები, კერძოდ, 10 მდაუშევენ მომხმარებელს, იმუშავებს გასახდელები და იქნება პროდუქციის გაცვლის შესაძლებლობა. 

"კარგი ამბავია ჩვენთვის ის, რომ ათ კვადრატულ მეტრზე იქნება  ერთი მომხმარებლისთვის სავაჭრო ცენტრში, ისევე, როგორც ეს არის ჰიპერმარკეტებში. მეორე - იმუშავებს გასახდელები, იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტებისთვის.

სამწუხაროდ, ჯერ ვერ განიხილება შაბათ-კვირას მუშაობის საკითხი, მაგრამ ორ კვირაში ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით. შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვტილება ამის მიხედვით იქნება მიღებული. იგივე ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემას, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება", - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

დღესვე, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ "ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი" გადაწყვეტილების გადახედვა, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვის შეცვლაზე, ან ბიზნესისთვის შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნაზე. მისივე თქმით, ეს საკითხები მათთან არც განუხილავს. 

 


close დახურვა