თბილისის 119-ე საჯარო სკოლაში დღე გაკვეთილების ნაცვლად საპროტესტო აქციით დაიწყო. მასწავლებლები პროტესტის ნიშნად საკლასო ოთახებში არ შევიდნენ. სკოლის ეზოში შეკრებილმა პედაგოგებმა და მშობლებმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თეა ბრეგვაძის, თანამდებობიდან გათავისუფლება გააპროტესტეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბრეგვაძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივით მოხსნეს.
თბილისის 119-ე საჯარო სკოლაში დღე გაკვეთილების ნაცვლად საპროტესტო აქციით დაიწყო
28 ოქტ 202120:18
3 წუთის საკითხავი