logo
ENG



თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

13 აგვ 202014:24
3 წუთის საკითხავი
 
თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის ბაღებში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება.

მისი თქმით, შრომითი ანაზღაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად გაიზრდება. გვანცელაძის ინფორმაციით, ბაღებში დასაქმებული 10 800-ვე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს.

მისივე განცხადებით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20%-მდე მოიმატებს.

კერძოდ: საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ანაზღაურება იზრდება 15%-ით, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის - 10%-ით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის - 10%-ით, აღმზრდელის - 20%-ით, აღმზრდელის თანაშემწის - 20%-ით, მუსიკის პედაგოგის - 10%-ით, ცეკვის პედაგოგის - 10%-ით, მზარეულის - 10%-ით, მზარეულის დამხმარის - 10%-ით, დარაჯის/დაცვის - 15%-ით, დამლაგებლის - 10%-ით, მრეცხავის - 10%-ით, საქმის მწარმოებლის - 10%-ით, სპეციალური პედაგოგის - 20%-ით, ფსიქოლოგის - 10%-ით, ლოგოპედის - 10%-ით, ბიბლიოთეკარის - 15%-თ, მუშის - 15%-ით, მებაღის - 15%-ით, მეეზოვის - 15%-ით, დირექტორის - 10%-ით, დირექტორის მოადგილის - კი 10%-ით.

კახაბერ გვანცელაძის თქმით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება.


close დახურვა