logo
ENG



თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს - ბავშვთა ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

26 მარ 202412:37
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, ნაძალადევში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს. მასწავლებელთა და მოსწავლეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო ნაწილი, როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, პრევენციის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სკოლაში სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იყო მობილიზებული. 

სკოლის დირექტორის თქმით, ერთ-ერთმა მოსწავლემ აღიარა, რომ წიწაკის სპრეი თავად გაუშვა, თუმცა ამბობს, რომ მოსალოდნელი შედეგების შესახებ არაფერი იცოდა. 

"მეორე გაკვეთილის შემდეგ, ერთ-ერთ საკლასო ოთახში, ერთმა მოსწავლემ გაუშვა წიწაკის სპრეი. ბავშვები გამოვიდნენ ოთახიდან და დერეფანშიც გაიფანტა, რა თქმა უნდა, ეს აირი. გავხსენით ფანჯრები, ის კლასი გავიყვანეთ გარეთ და ბავშვებისთვის, რომლებსაც უკვე სუნთქვის პრობლემა შეექმნათ, სასწრაფოდ გამოვიძახეთ დახმარების ბრიგადები. ბავშვმა აღიარა და თქვა, რომ მან არ იცოდა, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მსგავსი წიწაკის სპრეის გაშვებას", - აცხადებს დირექტორი. 


close დახურვა