logo
ENG



თბილისის ერთ-ერთ შემოსასვლელთან მგზავრების შემოწმება მიმდინარეობს

02 აპრ 202014:24
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს სხვადასხვა ქალაქების შესასვლელ-გამოსასვლელებთან მოწყობილ სპეციალურ ბლოკ-საგუშაგოებზე მგზავრების შემოწმება გრძელდება. მათ შორისაა თბილიც. დეზინფექციის გარდა, მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი.

ამ დრომდე არც ერთ მგზავრს ტემპერატურა არ დაუფიქსირებია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იმ მგზავრებს რომლებსაც ტემპერატურა აღმოაჩნდებათ, გადაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდებათ ტესტი კორონავირუსზე. სანამ საეჭვო პირების ტესტების პასუხი არ გახდება ცნობილი, ისინი კარანტინში დარჩებიან. 

37.5 არის ის ტემპერატურა, რომლის დაფიქსირების შემთხვევაშიც მოქალაქეებს სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანენ. 


close დახურვა