logo
ENG



თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება - ნახეთ სია

28 იან 202214:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/28/o4yln92uralnvqn.jpg

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. 

წყალმომარაგების შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: 

საბურთალოს რაიონში, წინაუბნის ქ. N12-თან  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 14:00-დან 21:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: იყალთოს გორის, ლიხაურის, ნატახტარის, ქარელის,  ტუსკიას, ბაკურციხის, წინაუბნის, ტეხურის N31-39 ; 24-34 , ბაკურიანის, დოლიძის N47 - 143, N60 - 144

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქ. N12 -ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 13:00-დან 18:00-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება:  ბახტრიონის ქ. N12 -ის კორპუსებს 

საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტის ქ. მე-2 შეს. N7-თან  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 13:00-დან 20:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: ტაშკენტის  N25-27, ტაშკენტის შესახვევს, ბუდაპეშტის (ფანჯიკიძე ) 1 შეს.  ფანჯიკიძის N2-10 (ლუიწებს )

სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქ. N163 -თან, სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 13:00-დან 18:00-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილი 3, N1,2,3 მკრო რაიონებს

გლდანის რაიონში, ჯანჯღავას ქუჩას და ჯანჯღავას მე-3 შესახვევს წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 28/01-ის 15:00 სთ-მდე. მხოლოდ გლდანულის დას. (გლდანის ხევის დასახლება) N 6,7,8,9,10 კორპუსებისთვის

საბურთალოს რაიონში, მიხეილ ბურძგლას ქ. N98-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:45-დან 19:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: საირმის, ცაგარელის, ბურძგლას, გ.ტატიშვილის, საირმის გორას და მიცკევიჩის N 1, 12, 14, 16, 18 კორპუსებს

საბურთალოს რაიონში, დღეს, 28/01 გოთუას ქუჩის მიმდებარედ ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. წყალი შეუწყდებათ 28/01 12:00-დან 28/01 18:00 -მდე.

ჰეიდარ ალიევის სახელობის მარჯვენა სანაპიროს (მარჯვენა სანაპირო) , გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელს,  ვეფხი და მოყმის ძეგლიდან ლაგუნა ვერემდე  კომერციულ ობიექტებს წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 28.01.2022 14:00-მდე

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილი N50-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:15-დან 09:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; კახეთის გზატკეცილი N44, 46, 48, 50 და პეტრე ხვედელიძი, კახეთის გზატკეცილი 3ა-დან 63-მდე, ლორთქიფანიძის, კაკლიანის და ბერიაშვილის ქუჩები წყალმომარაგების აღდგენის დრომ გადაიწია 18:00-მდე


close დახურვა