თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, "რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.