თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა მარეხი ბექაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად კლინიკაში მძიმე პაციენტი არ იმყოფება.
მისი თქმით, 32 პირის ანალიზები იქნა გაგზავნილი კორონავირუსის კვლევაზე და აქედან 30 უარყოფითი პასუხი მოვიდა.
„კლინიკაში ამჟამად იმყოფება 41 პაციენტი. 32 კვლევა იქნა გუშინ გაგზავნილი 30 უარყოფითი პასუხია. 2 პაციენტის კვლევა კვლავ მიმდინარეობს. გაწერილია 20 პაციენტი და მიღებულია 20 ახალი პაციენტი. ასე, რომ ამ 41-ში 20 ახალი პაციენტია და თავიდან იქნება მათზე აღებული სინჯები. ამ პაციენტებზე ცნობილი კლასტერები არ არის. 16 წლიდან ხანდაზმულ ასაკამდე გვიწევს ამჟამად. 10 პაციენტია გასაწერი, ორის კვლევაც რომ დასრულდება, ისიც გაეწერება. მძიმე პაციენტი არ გყვავს“, - განაცხადა წარმოამდგენელმა.