logo
ENG



თბილისის ზღვის ჰოსპიტალი: 49 ნაცხის პასუხიდან ყველა უარყოფითია

10 აპრ 202011:08
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას  განცხადებით, საავადმყოფოში ამჟამად 67 პაციენტი იმყოფება. ახალი დამატებული პაციენტებიდან ვირუსი არც ერთს დაუდასტურდა.

"ამჟამად კლინიკაში იმყოფება 67 პაციენტი. 49 ნაცხი იქნა გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ და ყველა პასუხი უარყოფითია. ამჟამად ხდება მათი დისლოკაცია. ესენი გაეწერებიან და ახლები იქნებიან მიღებული. შესაბამისად ანალიზებიც თავიდან იქნება აღებული",-აღნიშნა მარეხი ბექაიამ. 

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, მისი განმარტებით სწორი გადაწყვეტილებაა რომ ტესტირება რისკის ქვეშ მყოფ პირებს ჩაუტარდებათ. 

"აგრესიული ტესტების ჩატარება მაღალი რისკის ჯგუფებისთვის მისაღებია და სწორია, ამიტომ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. რისკის ჯგუფები უფრო შემცირდება და უფრო ადრე მოხვდებიან კლინიკაში, თუ ვირუსი დაუდასტურდათ"-განაცხადა მარეხი ბექაიამ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში დაინიცირებულთა რაოდენობა 230-ია, საიდანაც გამოჯანმრთელდა 52 მოქალაქე, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3-ს შეადგენს.


close დახურვა