logo
ENG



თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 33 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

27 აპრ 202011:11
3 წუთის საკითხავი
 
u3hm9jdki73r6hs.png

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოთავსებული 46 პაციენტიდან 33-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხი ბექაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე პაციენტების გაწერა მიმდინარეობს. რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებიც ჯერჯერობით კლინიკაში რჩებიან, ბექაიამ აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ამჟამად კლინიკაში იმყოფება 46 პაციენტი. 34 პაციენტის კვლევა იქნა გაგზავნილი და 33 უარყოფითი პასუხია მოსული, ერთი კვლევა გრძელდება. დაწყებულია პაციენტების გაწერა. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი არ გვყავს“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 496-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4833 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 571. ვირუსისგან სრულად განიკურნა 149 მოქალაქე, 6 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. საგანგებო მდგომაროება ქვეყანაში 22 მაისამდე გაგრძელდება. 


close დახურვა