logo
ENG



თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მყოფ 25 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

09 აპრ 202011:26
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამ დროისთვის 57 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ  კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხი ბექაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს 25 პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მანვე აღნიშნა, რომ 7 პაციენტს პნევმონია აღენიშნება და მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 214 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4722 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 408 ადამიანი. 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 3 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც.

ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა