თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 49 პაციენტია მოთავსებული, მათგან 34-ის პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
კლინიკაში ზუსტად იციან, რომ ერთ პაციენტს აქვს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, ის ასაკოვანი მამაკაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, ექიმების თქმით, სტაბილურია.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფიცირების პირველწყაროს დაზუსტება, პირველადი ინფორმაციით, ინფიცირებულის შვილი მოლარეა, ის თვითიზოლაციაში იმყოფება. არის თუ არა ინფიცირების მიზეზი შვილის საქმიანობა - დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
