logo
ENG



თბილისის მერია ვაკეში წრიული სკამების დადგმას განიხილავს

10 თებ 202216:19
3 წუთის საკითხავი
 
თბილისის მერია ვაკეში წრიული სკამების დადგმას განიხილავს

თბილისის მერია ვაკის სკვერებში წრიული სკამების დადგმას განიხილავს. შესაბამისი ტენდერი ვაკის რაიონის გამგეობამ გამოაცხადა და სკამების გარდა ის მოიცავს ვაკეში მდებარე სკვერებისა და დასასვენებელი ტერიტორიების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 1 200 000 ლარია.

კერძოდ, მასში შედის სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია, მიმდინარე შეკეთების სამუშაოები და განათების მოწყობა.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს ესკიზები, რომელშიც წარმოდგენილია წრიული ფორმის სკამი. შესყიდვების ვებგვერდზე წერია, რომ მიწოდებული საქონელი და სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს ესკიზებით მოთხოვნილ პარამეტრებს.

ასევე, ფასების ცხრილში აღნიშნულია, რომ წრიული ფორმის 3 ერთული სკამი უნდა დიადგას, რომლის საერთო ღირებულება 2550 ლარია.

თბილისის მერიაში განმარტეს, რომ ტენდერი მოცულობითია, წრიული სკამები ერთ-ერთ ვარიანტად ჩადეს და მოსახლეობასთან შეთანხმების შემდეგ აარჩევენ სასურველს.


close დახურვა