logo
ENG



თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 6 სახლი დაანგრია

13 ივლ 202208:19
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 6 სახლი დაანგრია. მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა ნგრევა დილის 4 საათზე დაიწყო.

მეპატრონეები ამ დროს ადგილზე არ იყვნენ, რადგან სახლების უმეტესობა დაუსრულებელია. ადგილზე პოლიციის დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.

"როდესაც ადგილზე მივედით სახლი უკვე დანგრეული დაგხვდა. ჩვენთვის არავითარი განმარტება არ გაუკეთებიათ. სახლის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. მანამდე მე მათ ავუხსენი, რომ უკრაინის მოქალაქე ვარ და სახლში დაბრუნება არ შემიძლია. ახლა დროებით ბინაში ვცხოვრობ და შვილთან ერთად ამ სახლს ვაშენებდი. რატომ ხდება ეს, არ ვიცი, ყველა ხედავდა, რომ აქ მშენებლობა მიმდინარეობდა. ისინი მოდიოდნენ და არაფერს გვეუბნებოდნენ. ფოტოებს უღებდნენ და მიდიოდნენ. საქართველოში ომის დაწყებამდე ჩამოვედი, მაგრამ უკან დაბრუნება ვეღარ შევძელი. ვაპირებ, გავაგრძელო მშენებლობა. რამდენჯერაც დაანგრევენ, იმდენჯერ ავაშენებ"- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ამ დროისთვის მერიის წარმომადგენლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.


close დახურვა