logo
ENG



თბილისის მერიამ საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები განსაზღვრა

02 სექ 202012:45
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერიამ საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები განსაზღვრა.

კახა კალაძის თქმით, შესაბამისი პროექტი დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს გადაეგზავნა. 

თბილისის მერმა თქვა, რომ დოკუმენტში წერია, სად არის შესაძლებელი საარჩევნო პლაკატების გაკვრა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, დამტკიცების შემდეგ, მისით იხელმძღვანელონ. 

"მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, იხელმძღვანელონ ამ დოკუმენტით, ამ კონკრეტული ადგილებით, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, განათავსონ საარჩვენო პლაკატები და არა ისე, როგორც ეს წინა წლების განმავლობაში ხდებოდა - სადაც მოესურვებოდათ. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, არავითარი სურვილი არ გვაქვს, ვინმე დავაჯარიმოთ, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს და გასცდება კანონს, მოგვიწევს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა". - თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე და მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, ამ საკითხს "მაქსიმალურად ყურადღებით მოეკიდოს". 

თავად დოკუმენტი, ჯერჯერობით, საჯარო არ არის. 

საპარლამენტო არჩევნები 31 დეკემბერს გაიმართება. 


close დახურვა