logo
ENG



თბილისის მერიამ ფურშეტში 81 ათასი ლარი გადაიხადა

05 ნოე 201920:46
3 წუთის საკითხავი
 
1stkj9obrlrk5ch.jpg

დღეს გამოქვეყნებული კვლევიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიაში 2018 წელს 81 ათასი ლარი ფურშეტში, თითქმის ორი მილიონი ლარი რეკლამაში და მილიონ 600 ათასი ლარი ბენზინში დაიხარჯა. ასევე, 2018 წელს,  წინა წელთან შედარებით, გაზრდილია შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურება, მაშინ, როცა მცირდება შტატიანი მოხელეების ხელფასები.

ნეპოტიზმი, კორუფციის ნიშნები და არამიზნობრივი ხარჯვა - ასეთია კვლევაზე ოპოზიციის შეფასებები. მმართველი გუნდის ოპონენტები შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას ნეპოტიზმს უკავშირებენ. მათი შეფასებით, კალაძე დედაქალაქის მთავრობაში თავის ახლობლებს ასაქმებს და გარშემო თავის გუნდს იკრებს.

კვლევას არ იცნობს და არც ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს დედაქალაქის მერი კახი კალაძე, თუმცა ამბობს, რომ არავინ სვამს ბენზინს და სახლშიც არ მიაქვს. კალაძის თქმით, ყველა ცვლილება და ხარჯი განპირობებულია აუცილებლობიდან გამომდინარე. საკრებულოს უმრავლესობა უსაფუძვლოს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებებს და ამბობს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურთ. 

IDFI-იმ კვლევა თბილისის მერიასა და საკრებულოში ბიუროკრატიულ ხარჯვებთან დაკავშირებით 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარა.

 


close დახურვა