logo
ENG



თბილისის მერიის 120-ზე მეტი თანამშრომელი ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

30 ნოე 202418:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/30/1svclyxw9nhzqgx.jpg

თბილისის მერიის თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებასა და მის გამომწვევ ყველა მიზეზს ემიჯნებიან.

მათი აზრით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.

"ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.

ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.

ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას", - ვკითუხლობთ განცხადებაში.

ამ დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებას 125 თანამშრომელი აწერს ხელს.


close დახურვა