logo
ENG



თბილისის მერიის განცხადებით, დიდ დიღომში ბეტონის ქარხანა არ აშენდება

21 აპრ 202200:28
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერიის განცხადებით, დიდ დიღომში ბეტონის ქარხანა არ აშენდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ქარხნის აშენებას აპროტესტებდნენ ადგილობრივები. მოსახლეობის თქმით, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე ქარხნის აშენება დაუშვებელია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიამ საჭირო დოკუმენტაციისა და დასკვნის გარეშე გასცა.

მას შემდეგ კი, რაც მოსახლეობის პროტესტი მედიაში გაშუქდა თბილისის მერიამ მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული აგრეგატის ამოქმედებაზე თბილისის მერიის მხრიდან არ გაცემულა არანაირი ნებართვა ან შეთანხმება. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე "ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, იწყება მშენებლობა, რომელიც ათეული წლები იყო გაჩერებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, ინვესტორს უარი ეთქვა დასახლებულ ტერიტორიაზე ბეტონის საწარმოებლად საჭირო დანადგარის ამუშავებაზე.


close დახურვა