logo
ENG



თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

14 ოქტ 202010:53
3 წუთის საკითხავი
 
qn6ay7vzzc8khc7.jpg

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ფორმულას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

"ინფიცირებული მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში მუშაობს. სიმპტომების გამოვლენისთანავე ის თვითიზოლაციაში გადავიდა. თვითიზოლაციაშია გადასული მასთან კონტაქტში მყოფი 10 პირიც. მათ PCR ტესტი ჩაუტარდათ და ყველას პასუხი უარყოფითია", - აცხადებენ მერიაში.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 13 521 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა