სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები იყო დღეს თბილისის მთავრობის სხდომის ძირითადი საკითხები. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მერია გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების წამლებით უზრუნველყოფის პროგრამას იწყებს. ასევე დააფინანსებენ აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს, რომლებიც აქამდე მოლოდინის რეჟიმში იყვნენ. ჯამში, ასეთი 230 პაციენტია.
თბილისის მთავრობის სხდომაზე სოციალური პროგრამები წარმოადგინეს
22 იან 202012:22
3 წუთის საკითხავი