logo
ENG



თბილისის მიკროავტობუსი: მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ იმგზავროს ფეხზე დამდგარმა

10 სექ 202011:08
3 წუთის საკითხავი
 
vhrou6r5ss20ufz.png

კომპანია თბილისის მიკროავტობუსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მომხმარებელს მოუწოდებს, რომ მიკროავტობუსში ფეხზე დამდგარმა არ იმგზავრონ და კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორივე შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს ფეხზე მდგომ მგზავრს ან მომხმარებელს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.

"უსაფრთხოების წესების დაცვის თხოვნით მომხმარებელს ასევე მიმართავენ კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, რადგან ისინი, ვინც ვერ მოახერხებენ სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვას მგზავრთა დაუმორჩილებლობის გამო, მოიხსნებიან ხაზიდან და ჩანაცვლდებიან სარეზერვო მძღოლებით", - ნათქვამია განცხადებაში. 

ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, ინფიცირების 1 850 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 1334 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 ადამიანი გარდაიცვალა.


close დახურვა