logo
ENG



თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯუზეპე ვერდის ოპერის პრემიერისთვის ემზადება

10 დეკ 201921:03
3 წუთის საკითხავი
 
kjltp6da4fomeu0.jpg

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯუზეპე ვერდის ოპერის - „მაკბეტი" პრემიერისთვის ემზადება.

სპექტაკლი 2018 წელს ვერდის ფესტივალზე ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა დანიელე აბადომ დადგა.

თბილისი მესამე ქალაქია, სადაც სპექტაკლის პრემიერა შედგება. წარმოდგენის დროს მაყურებელს საინტერესო სანახაობა ელის. სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის სცენაზე იწვიმებს. ეს კიდევ ერთი სიახლეა, რომელიც თბილისის ოპერაში მისულ მაყურებელს დახვდება.

„მაკბეტის" 2 ვერსიიდან, რომელიც დღეს არსებობს, თბილისელი მაყურებელი დეკემბერში 1875 წელს დაწერილ ვერსიას იხილავს.

 


close დახურვა