logo
ENG



თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს

08 ნოე 202019:15
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს. 

ენმ-ის წევრის, მირდატ ქამადაძის თქმით, აჭარაში ოპოზიციის სამოქმედო გეგმა თბილისის იდენტურია და მათი ქმედებები არ იქნება თბილისში მიღებული გადაწყვეტილებებისგან განსხვავებული. მოთხოვნებიც, შესაბამისად, ანალოგიურია: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება. 

"ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თურმე ვინმე აპირებს დესტრუქციას, პიკეტირებას - კატეგორიულად გამოვრიცხავთ ამას. აქცია არის მშვიდობიანი. ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, ჩვენ ვდგავართ ქუჩაში მშვიდობიანად, რომ გავაგონოთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა. 

ერთი კარავი უკვე გაიშალა. გაიშლება რამდენიმე კარავი. ადამიანები მშვიდობიანად გამოხატავენ თავის პროტესტს მანამ, სანამ ხელისუფლება არ დაიხევს უკან, იმიტომ, რომ საქართველოს არ ახსოვს ხელისუფალი, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავიდა და გაიმარჯვა. ყოველთვის იმარჯვებს თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი. უბრალოდ, რაც უფრო მალე დაიხევს უკან, მით უფრო მალე ჩადგება ქვეყანა კალაპოტში, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მოქმედებს ეკონომიკაზეც. ახლა ხელისუფლების მოედანზეა ბურთი", - თქვა მირდატ ქამადაძემ ფორმულას ეთერში. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და აპროტესტებს. 

საპროტესტო აქციაზე, რომელსაც თბილისში, პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი ესწრება, ოპოზიციამ წამზომი ჩართო და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს თამარ ჟვანიას გადასაყენებლად დრო 20:00 საათამდე აქვს. ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებასთან ერთად, ოპოზიციის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. 


close დახურვა