თბილისის პარკებში ნეო ნაცისტური ჯგუფები მოქალაქეებს თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან.
ძალადობის ამსახველ ვიდეოებს ფეისბუქზე თავად აქვეყნებენ.
ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც პერიოდულად დედაენის ბაღში სკეიტბორდით სრიალებს, ფორმულას უთხრა, რომ ნეო ნაცისტური ჯგუფები ადგილზე ყოველდღე მიდიან და "ჩხუბის საბაბს ეძებენ".
მისივე თქმით, ადგილზე პოლიცია მიდის, მაგრამ მათი მოსვლისთვის მოძალადეები უკვე გაქცეულები არიან.
ძალადობის ერთ-ერთი ბოლო ფაქტი 13 თებერვალს მოხდა. ახალგაზრდას სწორედ დედაენის ბაღში გაუსწორდნენ.
შსს-ის განცხადებით, ნეო ნაცისტური ჯგუფების ქმედებების შესახებ გამოძიება უკვე დაწყებულია. დამატებით დეტალებს უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.