logo
ENG



თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა

05 ივნ 202315:19
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოებში ევაკუაცია გამოცხადდა - როგორც ადგილზე შეკრებილები ფორმულასთან ამბობენ, პროცესი მიმდინარეობდა, როცა შენობის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. ევაკუაციის მიზეზი უცნობია.

"დაახლოებით 15 წუთია, რაც დაიწყო ევაკუაცია, როგორც გვითხრეს, რაღაც საფრთხის წინაშე ვიდექით და უნდა დაგვეტოვებინა სასამართლოს შენობა", - აღნიშნავენ რესპონდენტები.

არსებული ინფორმაციით, ევაკუაციაა გამოცხადებული უზენაეს და სააპელაციო, ასევე, ქუთაისისა და გორის სასამართლოებში.

ფორმულა დეტალებზე დაკავშირებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს - უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.


close დახურვა