logo
ENG



თბილისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

24 მარ 202017:15
3 წუთის საკითხავი
 

სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქში დღეს საღამოდან დაიწყება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები თბილისში სადეზინფექციო სამუშაოების განახორციელებენ. სადეზინფექციო სამუშაოები  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით, ხოლო სამუშაოების ჩატარების ლოკაციები და განრიგი თბილისის მერიასთან შეთანხმებით და მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების შემდეგ განხორციელდება.


close დახურვა