logo
ENG



თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა

31 აგვ 202017:54
3 წუთის საკითხავი
 
9ocmniet3pzx0k7.jpg

თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას თბილისის მერიაში დაუდასტურეს. 

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური, რადგან უკვე შეასრულა საკუთარი მოვალეობა. მერიაში ამბობენ, რომ გვარჯალაძემ უკვე შექმნა სტრატეგია, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გაეცნობა.

მათივე ინფორმაციით, თბილისის ღამის ეკონომიკის ხელმძღვანელის პოსტი დროებითი იყო და ხსენებული სტრატეგიის შექმნას ემსახურებოდა. შესაბამისად, თბილისს ახალი "ღამის მერი" აღარ ეყოლება.

სერგი გვარჯალაძე ამ თანამდებობას 2018 წლის მარტიდან იკავებდა. "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, მისი ანაზღაურება თვეში დაახლოებით 5 200 ლარს შეადგენდა და 2018-2019 წლებში ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით მან 121 ათასი ლარი მიიღო.


close დახურვა